ტესტი: რას გვიამბობს გულის ხაზი ხელის გულზე? – გაიგეთ მეტი თქვენი ცხოვრების შესახებ
გულის ხაზი ხელის გულზე ცხოვრების ემოციურ მხარეს წარმართავს. ამ ხაზით შეიძლება ვისაუბროთ ადამიანის ხასიათსა და მის ურთიერთობაზე გარშემომყოფებთან. იმისთვის, რომ გავარკვიოთ, რას გვიამბობს გულის ხაზი ჩვენს ყოველდღიურ და პირად ცხოვრებაზე, მარჯვენა ხელის გულს უნდა შევხედოთ. ეს ხაზი, როგორც წესი, ცერა და საჩვენებელ თითს შორის იწყება და ნეკა თითის ქვეშ მთავრდება. ფოტოზე გულის ხაზი წითელი ფერით არის აღნიშნული.
კარგად დააკვირდით ხელის გულს და წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია.
1. თუ გულის ხაზი შუა თითთან იწყება, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენ ნამდვილი ლიდერი ხართ. ხართ ამბიციური, დამოუკიდებელი, ჭკვიანი და გადაწყვეტილებების მიღებაც არ გიჭირთ. ადამიანები ასეთი გულის ხაზით ნაკლებად მგრძნობიარენი არიან, ოდნავ ცივები გარშემომყოფებთან ურთიერთობაში, მაგრამ ძალიან აფასებენ და უყვართ საკუთარი ოჯახი.
2. თუ თქვენი გულის ხაზი იწყება შუა და საჩვენებელ ხაზს შორის, ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ადამიანებთან ურთიერთობაში კეთილი და ყურადღებიანი ხართ. გარშემომყოფები გენდობიან და პირად საიდუმლოებებზეც ხშირად ღიად გესაუბრებიან. გადაწყვეტილებების მიღებისას საკმაოდ ფრთხილი ხართ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს, ხშირ შემთხვევაში, გააზრებულად დგამთ.
3. თუ ხაზი იწყება საჩვენებელი თითის ქვეშ, თქვენ გულჩვილი ადამიანი ხართ, ძალიან ბევრს ითხოვ სხვებისგან, ამასთან, შეგიძლიათ თქვენც ბევრი გაიღოთ მათთვის. ბევრს ნერვიულობთ ახლობლების გამო. ცხოვრებაში დიდ გეგმებს აწყობთ და ბევრის გაკეთებასაც ახერხებთ.
4. თუ გულის ხაზი საჩვენებელი და ცერა თითს შორის იწყება, თქენ მომთმენი, მზრუნელი ადამიანი ხართ, გაქვს რბილი ხასიათი და მხიარული ნატურა. ბევრი მეოცნებედ გთვლით. თქვენთვის მთავარია ჰარმონია ყველგან და ყოველთვის.
sazogadoeba.ge