თალაკვაძე: გვარამია ახვლედიანს “სკანდალით გადადგომისთვის” მილიონებს სთავაზობდა

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდეირ, არჩილ თალაკვაძე შსს-ს განცხადებას გამოეხმაურა, რომელის მიხედვით ტელეკომოპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორისა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანს შორის ფარული აუდიო ჩანაწერი ავთენტურია.

“დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გვარამია ახვლედიანის სკანდალური აუდიო ჩანაწერი დაუმონტაჟებელი და ავთენტურია. საზოგადოებას შევახსსენებ, რომ საუბარია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თვითონ გვარამიამ ჩაიწერა ფარულად და რომლის დროსაც ეს უკანასკნელი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს სკანდალით გადადგომის სანაცვლოდ მილიონებს სთავაზობდა ქრთამის სახით.

შეგახსენებთ, რომ გვარამია ნაწილობრივ აღიარებდა ჩანაწერის ავთენტურობას, მხოლოდ ამტკიცებდა, რომ ეს დამონტაჟებული იყო. ამ დაკსვნის თანახმად, სადაც დასტურდება, რომ ჩანაწერი ავტენტური და დაუმონტაჟებელია, იკვეთება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი უხეშად ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში. ახლა, როდესაც შეკითხვებს გაეცა დამაჯერებელი პასუხები, ნათელი ხდება ამ პოლიტიკური ისტერიის რეალური მიზეზებიც, რასაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვაკვირდებით “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. ცხადია, რომ მას შემდეგ, რაც გახმაურდა “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ალავიძისა და ქათამაძის საქმეებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდო ზეწოლისა და მათი მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, “ნაციონალურ მოძღაობას” და ნიკა გვარამიას სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა დაეგეგმათ და პოლიტიკურ სატელიტებთან ერთად განეხორციელებინათ საჯარო პროვოკაციების სერია უზენაეს სასამართლოსთან და მერიასთან. მანამდე კი ეწარმოებინათ ცილისმწამებლური კამპანია მოსამართლეების მიმართ, რომელებზეც ზეგავლენა სავარაუდოდ, ვერ მოახდინეს თვითონ.

დღეს, როდესაც უკვე სახეზეა გვარამია ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება. სასამართლო უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან. ამ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება არის იმის წინაპირობა და გარანტია, რომ ჩვენი საზოგადოება მომავალში კორუფციული გარიგეგების მოწმე აღარ გახდება.

ასევე, იმედი მაქვს, რომ სწრაფად იქნება გამოძიებული აქვს თუ არა ადგილი რეალურად მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების უტიფარი ლეგალიზაცის შემთხვევას. ვინაიდან, თანხები, რომლებიც მის განკარგვაში იყო მოსამართლის 120 წლის ჯამური ხელფასია. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შედგეს კორუფციისგან და პოლიტიკური გავლენებისგან სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება”,- განაცხადა თალაკვაძემ.

ipress.ge

Comments
Loading...