თამარ კინწურაშვილი სასამართლო პროცესიდან გააძევეს

ჟურნალისტი თამარ კინწურაშვილი სასამართლო პროცესიდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ “აიპრესის” ჟურნალისტი სასამართლო სხდომიდან გვაწვდის.

ჟურნალისტი, მას შემდეგ გააძევეს დარბაზიდან, რაც კინწურაშვილმა, სასამრთლო დარბაზში განმარტა რომ მას აქვს უფლება ჰქონდეს აზრი და გამოხატოს თავისუფლად.

ასევე, შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, ნათია გუჯაბიძის და შორენა ყაველაშვილის შემადგენლობით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატების შუამდგომლობა ნიკა გვარამიას სასამართლო დარბაზში შემოსვლაზე არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ 31 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, ნათია ნაზღაიძის, ნათია გუჯაბიძის და შორენა ყაველაშვილის შემადგენლობით სასამართლო დარბაზიდან, სადაც „რუსთავი 2“-ის პროცესი მიმდინარეობს, ნიკა გვარამია გააძევა. ნიკა გვარამია სასამართლო პროცესიდან მოსამართლესთან კამათის გამო გააძევეს. გვარამია აცხადებდა, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება წინასწარ იყო დაწერილი.

Comments
Loading...