თამაზ მეჭიაური – ძმაკაცის ცოლებში არ დავდიოდი ზოგიერთებივით

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა გასულ კვირას აღნიშნა, რომ თანამდებობის პირებმა, რომელთა მიმართ არსებობს ფარული ჩანაწერები, თანამდებობა უნდა დატოვონ.

აღნიშნულ თემაზე საუბრისას მეჭიაური „პრაიმტაიმთან“ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

„ჩვენ, საჯარო მოხელეები , მოსახლეობის მიერ ვართ დაქირავებულები. თუ მკითხავენ , დადიოდი თუ არა ქალებშიო, პირდაპირ ვეტყვი, კი, დავდიოდი-თქო. ძმაკაცის ცოლებში არ დავდიოდი ზოგიერთებივით. ამას რომ ვეტყვი ამომრჩეველს, მერე მათი გადასაწყვეტია, ხმას მომცემენ თუ არა. მაგრამ, როცა ამომრჩეველს ატყუებ და ეუბნები, ქალებში დავდივარო, სინამდვილეში კი კაცებში დადიხარ, ეს უკვე არაა სწორი საქციელი. კი ბატონო, ვინც კაცებში დადის, შეიძლება იმასაც ჰყავდეს თავისი ამომრჩეველი, მაგრამ რატომ ატყუებ ამომრჩეველს?!“ – აცხადებს დეპუტატი.

Comments
Loading...