თამაზ მეჭიაური : მომაშორეთ ეს ლგბტ თუ პედერასტი

დეპუტატი თამაზ მეჭიაური ჟურნალისტის მიერ ლგბტ უფლებადამცველების დაკავების შესახებ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა. მეჭიაური ვარდების მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ლგბტ საზოგადოების წევრებმა ცისარტყელის ფერებში შეღებილი ტაბურეტი მიიტანეს.
„ლგბტ-ს იმას უწოდებ, რომ თხუპნიან საპატრიარქოს ღობეებს? ლგბტ ვინ არის, იცი? ერთ ადგილზე არიან და თავის ერთ ადგილს იქ უვლიან და თავისთვის იყენებენ, როგორც უნდათ, არავინ არ უშლით, მაგრამ ვინც მიდის და თხუპნის საპატრიარქოს, ეგენი არიან პედერასტები, ნუ თხუპნით საპატრიარქოს, იყავით, დაეტიეთ თქვენს ადგილზე“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მეჭიაურის თქმით, დღეს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციას შეუერთდება. სამართალდამცავებმა თბილისში ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები არიან. დაკავებულებმა სხვადასხვა ფერის საღებავით შეღებეს რამდენიმე შენობა, მათ შორის საპატრიარქოს კედლები.

Comments
Loading...