თამაზ მეჭიაური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე – მე რომ არ ვიყო, საქმე აღარ ექნებათ

დეპუტატი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ტელეკომაპნია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ სასამართლო პროცესში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა, რადგან „რუსთავი 2“ სახელმწიფოსგან თავისუფალია.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ტელეკომპანია პირადად მას უფასო რეკლამას უკეთებს და ამის საწინააღმდეგოც არაფერი აქვს.

“სახელმწიფოსგან ,,რუსთავი 2“ ისედაც თავისუფალი იყო და არის. მე მაწყობს ასეთი მენეჯმენტი, რამდენადაც უფასო რეკლამასა და პიარს მიკეთებენ სხვადასხვა შოუებით. მე მათი ოჯახებისთვის ლუკმა პურის მიწოდებას ვუზრუნველვყოფ. თუ „რუსთავი 2“-ს შეეცვლება მესაკუთრე, აქედანვე ვთხოვ მას, არ შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა. მე რომ არ ვიყო, მათ საქმე აღარ ექნებათ. ისინი მე მიკეთებენ უფასო რეკლამას და ჩემგან არაფერი მიდის, გარდა პირადი რეიტინგისა, რომელიც ,,რუსთავი 2“-სგან მოვიპოვე“, – განაცხადა ჟურნალისტებთან თამაზ მეჭიაურმა.

Comments
Loading...