თარხან გასვიანი – არჩევნები ახლოვდება და ახლა გაახსენდებათ, რომ თურმე…

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს

“არჩევნები ახლოვდება და ახლა გაახსენდება მოქმედ მთავრობას, ოპოზიციას და პოლიტიკოსებს, რომ თურმე ხალხს უჭირს; პენსია მოსამატებელია; გზები დასაგებია; არსებობს “ფორტოჩკა” რითიც ევროკავშირში შევძვრებით; რუსეთთან დიპლომატიური საუბარი აუცილებელია; დამნაშავე რეჟიმთან კოჰაბიტაცია არ შეიძლება; თურმე განათლების დონე სასწაულად დაბალია: ტარიფების განახევრება თურმე შესაძლებელია; არსებობს ფორმულა, რომ საწვავი 1 ლარი ღირდეს; გზები დასაგებია; ნარმანია და მარგველაშვილი ისეთი “კარგი მენეჯერები” ვერ აღმოჩნდნენ როგორც ეგონათ და სასწრაფო წესით შესაცვლელები არიან; რომ ქვეყანა იღუპება და მხოლოდ მათ შეუძლიათ სამშობლოს გადარჩენა და ა.შ…
მოქმედი მთავრობა დაგვპირდება, რომ შემდეგ 4 წელიწადში მოახერხებენ ამ ყველაფერს, ხოლო ოპოზიცია კი გვეტყვის რომ მოქმედმა მთავრობამ რაც ვერ შეძლო იმას გაასმაგებულად შეძლებენ…საბოლოო ჯამში კი ვინ ისრისება? ვინ და ჩვენ…”
-წერს გასვიანი

Comments
Loading...