თარხან გასვიანი – დედა რომ შვილს ურეკავს და ეუბნება პოლიცია დადის ფრთხილად იყავიო…
“კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ 2007-2008-2009-2010-2011-2012 წელს
სახლში მოგვიანებით რომ ვბრუნდებოდი, პოლიცია თუ დადიოდა ჩვენს ქუჩაზე დედაჩემი მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ ჯერ არ მოხვიდე სახლში, პოლიციელები დადიანო, იმიტომ კი არა რომ მე რამეს ვაშავებდი, არა, მხოლოდ იმიტომ რომ, რამე არ ჩედოთ, პოლიციას არ ვეცემე, ტყუილ-უბრალოდ განყოფილებაში არ გადავეყვანე, უხეშად რომ ვთქვათ რამე არ “გაეჩალიჩათ’…მე იმ ქვეყნის დედა ვატირე დედა რომ შვილს ურეკავს და ეუბნება პოლიცია დადის ფრთხილად იყავიო…მარტო მაგიტომ, რაც არ უნდა ოპოზიცია ვიყო ამ მთავრობის, მადლობელი ვიქნები ყოველთვის “ის” რეჟიმი რომ მოგვაშორა…”