თარხან გასვიანი – ეს ქვეყანა ჩვენი ასაშენებელია და არა სკამებზე მიწეპებული ჩინოვნიკების!

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი 

“1990 წელს ვარ დაბადებული, არ დავიკვეხნი ბევრი არ მინახავს, არც სხვაზე მეტი ტანჯვა მაქვს გადატანილი, არც სხვაზე მეტი პატრიოტი ვარ, მაგრამ არც ცოტა რამ ვნახე და გადავიტანე.
ფაქტი ერთია რასაც ვუყურებ 25 წლის განმავლობაში ქვეყანა აფორიაქებული სუნთქავს, სიწყნარე ვერ ნახა ჩვენმა ქვეყანამ, ვერ ამოისუნთქა. ომიანობა, აქცია-აქციაზე, მიტინგი-მიტინგზე, ეს ყველაფერი ქვეყანის განვითარებას უშლის ხელს, მაგრამ ხალხის აქტივობის გარეშე ხომ სულ განადგურდება ისიც, რაც აქამდე სიმწრით, ზურგზე შემოგდებული მოვიტანეთ ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა?!
ზოგი პრო-ამერიკელია, ზოგიც პრო-რუსი, ცოტა თუა პრო-ქართველი. არცაა გასაკვირი იმ ქვეყანაში სადაც განათლების დონეს ხელოვნურად აგდებენ ნულოვანი ნიშნულისკენ, ადამიანებს არ აქვთ საშუალება დამოუკიდებლად იაზროვნონ, სხვისი კარნახის გარეშე ჩამოიყალიბონ საკუთარი მსოფმხედველობა.
დღეს, როგორც არასდროს გვამრთებს საღი აზროვნება, სამომავლო, სასიცოცხლო გადაწყვეტილებების მისაღებად. საბოლოო სიტყვა ჩვენზეა ხალხზე, საზოგადოებაზე და არა ხელისუფლებაზე, რომელიც რაც თავი მახსოვს და რაც ისტორიამ გვაჩვენა არასოდეს უწყობდა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ხელს.
“პატრიოტთა ალიანსის” აქციიდან მოვდივარ, მოშიმშილეებსაც მე-14 დღეა ყოველდღე ვნახულობ, სინანულზე მეტად ბრაზი გამიჩნდა და კითხვა, ნუთუ ასე არ აინტერესებს ხელისუფლებას საკუთარი ხალხის გასაჭირი, რომელიც სწორად გაჭირვებული ხალხის მხარდაჭერით მოვიდა სათავეში?!
ახალგაზრდებს მივმართავ ყოველგვარი პროპაგანდის გარეშე, ეს ქვეყანა ჩვენი ასაშენებელია და არა სკამებზე მიწეპებული ჩინოვნიკების, არც ამერიკელების, ევროპელების და რუსების.”

წერს “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში

Comments
Loading...