თარხან გასვიანი მამა გიორგის ავდოკატ, მიშა რამიშვილის შესახებ…

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი მამა გიორგის ადვოკატ, მიშა რამიშვილზე სოცილურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს

“მამა გიორგის ადვოკატი მიშიკო რამიშვილი არის უმაგრესი პიროვნება!!! და პირველ რიგში ჩემი ძმაკაცი, რომელიც სააკაშვილის დროს, ჩემი ოჯახი რომ იდევნებოდა და როდესაც ვერავინ ვერ ბედავდა ჩემი ოჯახის დაცვას თავგამოდებით გვიცავდა და გვყვებოდა თავზე…თვითონაც სააკშვილის რეპრესიების მსხვერპლია…იმ დროს როდესაც 99% ადვოკატებისა ჩაქუქულები შედიოდნენ პატიმრებთან და პროკურატურასთან თანამშრომლობას ითხოვდნენ, მიშიკო იყო ერთერთი იმ იშვიათთაგანი, რომელსაც არ ეშინოდა და იცავდა ისეთ პიროვნებებს რომლების დაცვასაც ვერავინ ბედავდა!!! ვინც პიროვნულად იცნობს იცის რომ ყველაფერთან ერთად არის უვაჟკაცესი პიროვნება, მაგარი ოჯახის შვილი და უერთგულესი ადამიანი…

ვერ ვხდები თქვენ რა გგონიათ რომ ადვოკატი რომ ხარ უარი უნდა თქვა ადამიანის დაცვაზე? იდეაში რაც უფრო მაგარი ადვოკატი ხარ მით უფრო მაგარ და რთულ საქმეს კიდებ ხელს, ესაა მათი საქმიანობა…
მიშიკო მიყვარხარ და შენს გვერდით ვარ ყოველთვის -წერს გასვიანი
Comments
Loading...