თარხან გასვიანი – ყველა ისევ ერთ დიდ ციხეში ვართ, რასაც საქართველო ჰქვია

“პატრიორთა ალიასნის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან აგსვიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს

“ოცნება მე თქვენი ამომრჩეველი ვიყავი, ციხიდან მოგეცით ხმა, არაერთი უბედურება გადავიტანე ჩემი საარჩევნო ბიულეტენი რომ მოსულიყო თქვენამდე, 4 წელია გიცდიდით, 4 წელია თვალებში შემოგციცინებთ და “ვოცნებობ”, ვოცნებობ რომ დაისაჯონ ჯალათები რომელიც 2003 წლიდან მოყოლებუბლი მაწამებენ მე, აწამებენ მამაჩემს, და გულს უხეთქავენ დედაჩემს…ყველამ კარგად იცის ჩემი ისტორია და თავიდან ბოლომდე მოყოლას არ დავიწყებ…1000-ჯერ უარეს დღეში იყო ხალხი…ეს არამცთუ საამაყო არამედ სატირალია…ერთს ვიტყვი 25 წლის ვარ ჯერ-ჯერობით, არ ვაპირებ ხელი ჩავიქნიო, და ვთქვა ის ცნობილი და თქვენთვის საყვარელი ფრაზა “მე მარტო მაინც ვერაფერს გახვდები”, იმაზე მეტს მივაღწევ ვიდრე თქვენ ყველაზე საშის სიზმარში წარმოგიდგენიათ…პოლიტიკური ნიშნით მაწამებდნენ, მიტაცებდნენ, მცემდნენ, 2003 წლიდან 2012 წლამდე, და 2012 წლიდან 2016 წლამდე ეს არ შეჩერებულა…იცით რა ვუთხარი დედაჩემს 2012 წელს ციხეში პაემანზე რომ შემოვიდა???არ ვაპირებ ციხიდან გამოსვლას სანამ ქვეყანა ქვეყანას არ დაესმგავსება, მაინც ერთი დიდი ციხის გალავანი გვარტყია ყველასთქო…მოვტყუვდი თითქოს გარეთ ვარ, გარეთ ვართ…არა, ყველა ისევ ერთ დიდ ციხეში ვართ, რომელსაც საქართველო ჰქვია…და კვლავ სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ, იმ სამართიანობის, რომელიც დიდი ხანია უკვე ამოწერილია ქართული ლექსიკონიდან…მაგრამ ერთი მილიმეტრით არ ვაპირებ უკან დახევას, არც მე და არც ის ადამიანები, რომლებიც გვერდში მედგნენ ფიზიკურად, მორალურად, სულიერად თუ იდეოლოგიურად!!!” -წერს გასვიანი

Comments
Loading...