თარხან გასვიანი – რესპუბლიკელების ჯეჯილი, მთავრობა თუ ნინიას ბაღი?!

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი

“კვლავაც გრძელდება რესპუბლიკელების ჯეჯილი ჩვენს ქვეყანაში, ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ასეა შებოჭილი დასავლეთის მხრიდან, რომ ვერ ელევა ამ ავად სახსენებელ ქვეყნის მტრებს…ვიმედოვნებ რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე დაიხსნის ბიძინა დასავლურ ბორკილებს და ჩამოიშორებს ქვეყნის მოღალატე, გამყიდველ, ანტი-ქართულ ძალას, რომელსაც რესპუბლიკური პარტია წარმოადგენს.
ასევე გულნატკენი ვარ ბატონ გიორგი კვირიკაშვილზე, რომელმაც თავგამოდებით დაიცვა საგარეჯოს არჩევნების გამყალბებელი, ქართული ჯარის შეურაცმყოფელი, ყოვლად მიუღებელი თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი…
ბატონო პრემიერო მე თქვენზე ბევრად დიდი წარმოდგენა მქონდა და ჯერ-ჯერობით არ დამიკარგავს, იმედია გამოასწორებთ ამ შეცდომას.

ნეპოტიზმი “რესპუბლიკურად”– დავით უსუფაშვილი- პარლამენტის თავჯდომარე, ცოლი ( თინათინ ხიდაშელი) – თავდაცვის მინისტრი, ანა დოლიძე ( თინას დეიდაშვილი)- თავდაცვის მინისტრის მოადგილე, უზენაეს სასამართლოს მუდმივმოქმედი მოსამართლეობის კანდიდატი, თამარ ხიდაშელი (თინას ბიძაშვილი) -საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. ეს მცირედი ჩამონათვალია…” -წერს გასვიანი

Comments
Loading...