თარხან გასვიანი – სასამართლომ არც მეტი არც ნაკლები 17 წელი მიუსაჯა!!!

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება

“კამერაში ერთი ახალგაზრდა ბიჭი მეჯდა, ახლა ვმეგობრობთ.
206 ცალი საბუთი ჰქონდა 20-20 თეთრის გადაცილებით, ანუ ჯამში 40 ლარის გადაცილება..სასჯელი იყო ჯარიმა ან 0-დან 30 დღემდე…აიღო პროკურატურამ და თითო საბუთზე 30 დღე მოითხოვა, სასამართლომ არც მეტი არც ნაკლები17 წელი მიუსაჯა, ორსული ცოლი და შვილი დატოვა(რომლებსაც მხოლოდ ის არჩენდა)
რატომ მოვყევი ეს ვანო მერაბიშვილს(აი იმას 2 ტრუპი მომიტანეთო რომ გაჰკიოდა) 4 წელი აქვს მისჯილი და აგერ ლამისაა პოლიტპატიმრად ცნეს…საგარეო საქმეთა სამინისტრო გვაქვს საერთოდ? ხალხი მუშაობს? მინისტრი ცოცხალია?”
-წერს გასვიანი

Comments
Loading...