თარხან გასვიანი – თქვენი ბრალია! ხალხი თავისით იწყებს სამართლიანობის აღდგენას!

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს

“საქართველოს მთავრობას: რისთვის აგირჩიეთ თქვენ ეტყობა დაგავიწყდათ?! ჩვენ არ აგვირჩევიხართ ლამაზი თვალების გამო, არც ბიძინას და არც მისი ფულის გამო, ჩვენ აგირჩიეთ, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩამოგეშორებინათ ტირანი სააკაშვილი, გაგეთავისუფლებინათ მისი სისტემისგან საქართველო და რაც ყველაზე მთავარია დაგესაჯათ ისინი, აღგედგინათ სამართიანობა. პირველი ორი თქვენი არჩევის თანავე ავტომატურად მოხდა, ხოლო მესამე და ყველაზე მთავარი დამნაშავეების დასჯა დაგავიწყდათ, დაივიწყეთ თუ დასავლეთმა დაგავიწყათ არვიცი, ფაქტი სახეზეა, აგერ 2 დღის წინ უგულავა ვნახეთ გათავისუფლებული, იქით ადეიშვილი დაგრიალებს უნგრეთში, ცალკე ამ თვეში ადამიანების გამმაუპატიურებელი ოლეგ ფაცაცია გამოდის ციხიდან, სააკაშვილზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი…როდემდე ვითმინო ამ შემთხვევაში პირადად მე ვუყურო ადამიანს როგორ დადის თავისუფლად ქუჩაში, რომელმაც მამაჩემს 18 წელი ტყუილ-უბრალოდ მიუსაჯა და მე 19 წელს მისჯიდა, ადამიანებს რომელმაც სახლში ავტომატი, ნარკოტიკი და ასაფეთქებელი ნივთიერებები ჩაგვიდეს, მწამებლებს რომლებიც მშვიდობიან აქციებს ძალისხმიერი მეთოდებით არბევდნენ, შუა ქუჩაში ხვრეტდნენ ხალხს და ა.შ

ჩემნაირად არის მთელი საქართველო მათ შორის რატი გაჩეჩილაძეც, ვეღარ მოითმინა და თავში წამოარტყა გვარამიას, იმასთან შედარებით რასაც თვითონ ნიკა გვარამიას დროინდელი ჯალათები აკეთებენ ეს თავზე ხელის გადასმაა.

არ გახსოვთ? ეს ის ნიკა გვარამიაა იმედის ტელევიზიის დარბევის შემდეგ რომ აპრავებდა ამ მსოფლიოში უპრეცენდენტო საქციელს.

ხოდა მივმართავ მთავრობას, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, ჩამოიღეთ თაროებიდან საქმეები და აღადგინეთ სამართლიანობა!!! თორემ თავად ხედავთ ხალხი თავისით იწყებს სამართლიანობის აღდგენას და ეს თქვენი ბრალია” -წერს გასვიანი

 

Comments
Loading...