თარხან გასვიანი – ვინ არის თინათინ ხიდაშელი?!
დღეს, 18 ნოემბერს “საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა” თავდაცვის სამინისტროს წინ შეიკრიბა, მოთხოვნით “გადადგეს თინათინ ხიდაშელი!”. აქციაზე საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა იმყოფებოდა, რომლებიც აქციის ლოზუნგის იდეას იზიარებდნენ.
აქცია შეუერთდა პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანიც:
“ვინ არის თინათინ ხიდაშელი?! თავდაცვის მინისტრობამდე, თინათინ ხიდაშელი საგარეჯოს მაჟორიტარი იყო. როდესაც მთელი რიგი მინისტრებისა მისი ნათესავის თამარ ხიდაშელის საარჩევნო კამპანიაში იღებდნენ მონაწილეობას, ქალბატონი თინათინი ვერ ჩავიდა მის დასახმარებლად, ვინაიდან მან პარლამენტში შესვლის მეორე დღესვე დაივიწყა საგარეჯოს მოსახლეობის პრობლემები.ვინ არის თინათინ ხიდაშელი? ის არის მინისტრი რომელმაც, 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე 570 ჯარისკაცამდე ჩაასახლა საგარეჯოში და ამით შეურაცხყო ჯარის ინსტიტუტი! თინათინ ხიდაშელი არის ადამიანი ვინც ქართველ ხალხს ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაცია მოახვია თავს, შემდეგ კი გვითხრა, რომ თურმე ეს კოჰაბიტაცია, ჩენ ქართველმა ხალხმა დავუკვეთეთ!
ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა თუ რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშეა მსოფლიო, მათ შორის კავკასიონის რეგიონში მდებარე საქართველო. დღეს ისე როგორც არასდროს, საქართველოს ესაჭიროება ძლიერი, ერთგული და კეთილსინდისიერი თავდაცვის მინისტრი, რასაც ვერ ვიტყვით ქალბატონ თინათინ ხიდაშელზე!” – განაცხადა თარხან გასვიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას