თარხან გასვიანი:დავიწყოთ ერთობლივი კამპანია უსამართლობის წინააღმდეგ!

,პატრიოტთა ალიანსის’’ ერთ-ერთი ლიდერი, თარხან გასვიანი სამართალდაცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ფალიაშვილის ქუჩაზე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა რამდენიმე პირმა გააჩერა, რის შემდეგაც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და უმიზეზოდ სამი დღე დაკავებული ჰყავდათ.

გასვიანი მომხდარს პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლის თქმით, მას ტვინის შერყევის მძიმე ფორმა და წოლითი რეჟიმი აქვს.

მე, ასე თუ ისე, მყავს ბევრი მეგობარი, მყავს მეგობარი ჟურნალისტები, ზურგს მიმაგრებს პარტია და ა.შ…აქ მთავარია რა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებიც გახდნენ ჩემნაირად უკანონო ქმედების მსხვერპლი და მათი ამბავი არ შუქდება, არავინ იზიარებს მათ მდგომარეობას, ასე რომ გადავწვიტეთ ეს ხალხი შემოვიკრიბოთ და დავიწყოთ ერთობლივი კამპანია უსამართლობის წინააღმდეგ!
პროკურატურა ჩართულია, გენერალური ისპექციას დღე-დღეზე ჩაერთვება, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით რომ სოციალური ქსელით აქტიურობაზე დიდი რეზონანსი არაფერს მოჰყვება!!! ამიტომ ტემპი არ დავაგდოთ ჩემო მეგობრებო, მე ყოველ დღე ჩაგაყენებთ თქვენ საქმის კურსში, მთავარია თქვენ მხარი ამიბათ, რაშიც მე დარწმუნებული ვიყავი და ვარ!

წერს საკუთარ სოციალურ გვერდზე “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, თარხან გასვიანი.

Comments
Loading...