დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თარხან-მოურავმა „გაზპრომთან“ გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც გაზს ყიდის, ცდილობს, არა პროცენტი, არამედ სატრანზიტო ღირებულება გადაიხადოს.
„როგორც დავადგინეთ, სატრანზიტო ღირებულება 2 დოლარი და 70 ცენტია. ჩვენ 8 დოლარსა და 41 ცენტს ვიღებდით, როდესაც 10% გაზი იყო, ახლა კი, 2 დოლარსა და 70 ცენტს ვიღებთ. ეს სამჯერ ნაკლები თანხაა. აზერბაიჯანი საქართველო-თურქეთის გავლით ყიდის გაზს და ნავთობს ევროპაში. შაჰდენიზიდან გაზის სახით 5%-ს ვიღებთ. სატრანზიტო ტარიფზე გადასვლას სავარაუდოდ აზერბაიჯანიც მოითხოვს, რაც ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება.
ძალიან ცუდია, რომ ყველაფერი ამ საქმის ირგვლივ სრული იდუმალებით მოცულია. წესით, საქართველოს მთავრობა რუსეთს შეუთანხმდა, თუმცა კონკრეტულად ვინ, გაუგებარია. ჩვენ მივიღეთ წერილი ენერგეტიკის სამინისტროდან, რომლიდანაც გაუგებარი ხდება, ამ ხელშეკრულებასვინ ვისთან დებს”, – განაცხადა თარხან-მოურავმა.