თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციაა. სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონიდან დღეს 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე, სამხედროებს განუმარტეს, რომ უწყება კადრებს ამცირებს.
სამხედროების გათავისუფლება ხელმძღვანელობამ უწყების ოპტიმიზაციითა და კადრების შემცირეით ახსნა. არსებული ინფორმაციით, ცვლილებები შეეხო პოლიციის ოფიცრებს, სამხედრო და სამოქალაქო პირებს.
რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე შალვა ჯაბახიძე ადასტურებს და აცხადებს, რომ ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მიზეზი „გაბერილი შტატებია“.
„ჩვენი მიზანია, სამხედრო პოლიციის ბატალიონები იყვნენ გასამხედროებული ქვედანაყოფები, სადაც იმსახურებენ არანაკლებ ერთ კონტრაქტგავლილი ჯარისკაცები და რა თქმა უნდა, ოფიცრებიც, რომლებსაც აქვთ ძირითადად, სამხედრო განათლება მიღებული და პოლიციის მიმართულებითაც არიან განვითარებული. ეს იყო მათი გათავისუფლების მიზეზი“, – განაცხადა შალვა ჯაბახიძემ.
თავად გათავისუფლებული სამხედროები კი აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობის დღევანდელი გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო.