„თავისუფალი თაობა“ დუმბაძეს შესაძლო პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებით
„თავისუფალი თაობის“ აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელმა გიორგი მუხიგულაშვილმა და გამგეობის თავმჯდომარემ დავით ლორიამ რეპორტიორის პრესს კლუბში ჩერნოვიცკი – დუმბაძეს შესაძლო პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებით განცხადებები გაააკეთეს.
გიორგი მუხიგულაშვილი
ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, საჭიროება მოითხოვს ვისაუბროთ ისეთ ოდიოზურ პიროვნებაზე როგორიცაა ბ-ნ მურმან დუმბაძე. ე.წ. პოლიტიკოსის პოლიტიკაში გამოუსადეგარობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ჯერ ნაციონალებთან იყო და უღალატა მათ, მერე იყო და „ქართული ოცნების“ ხარჯზე მოხდა პარლამენტში და ასევე უღალატა მათ, ხოლო როდესაც ახალგაზრდებმა მის მიმართ პრეტენზია წამოაყენეს, იმის მაგივრად, რომ როგორც ჩვეულებრივ ცივილიზებულ ადამიანს შეეფერება დალაპარაკებოდა მათ ამის მაგივრად მან შეიძინა იარაღი და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა.
მოგახსენებთ, რომ მურმან დუმბაძე გახლავთ ჩვეულებრივი პოპილისტი და ლაჩარი, რადგან სულ რამოდენიმე თვის წინ ჩვენ შემთხვევით გზაში შეგვხვდა ბ-ნ მურმანი, ჩვეულებრივად მივესალმეთ და მოგვესალმა, თუმცა მან ვერაფერი ვერ მოიმოქმედა. ეხლა რაც შეეხება ბ-ნი ჩერმოვიცკის და მის ალიანს. ჯერ ერთი ბ-ნი ჩერნოვიცკის განცხადება 500-600 ლარიან პენსიაზე მეტის მეტად მოწყვეტილია არსებულ რეალობას, ასეთი ტყუილის თქმას ნაციონალებიც კი ვერ ბედავენ, შეგახსენებთ, რომ ქართულ ოცნებას სამი წელი დაჭირდა იმისათვის რომ პენსია 50 ლარით გაეზარდა. მე მიმაჩნია რომ ქართულ-უკრაინული პოლიტიკური ურთიერთობა შემოიფარგლება ფსიქიკურად არამგრადი პიროვნებების გაცვლა გამოცვლას, აქედან გავუშვით სააკაშვილი – იქიდან გამოუშვეს ჩერნოვიცკი, პიროვნება რომელიც არაერთხელ გახლდათ უკრაინის რადის წევრი, კიევის მერი და ფულის კეთების მეტი არაფერი უკეთებია. მით უფრო, რომ ბ-ნი ლეონიდი უკრაინულ პოლიტიკაში ცნობილია როგორც – კლოუნი, მასხარა, პოპულისტი.
ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ ბა-ნ ლეონიდსა და სააკაშვილს შორის მეგობრული ურთიერთობაა, აღნიშნული გარემოება ამძაფრებს იმ ეჭვს, რომ ბ-ნი ჩერნოვიცკი და სააკაშვილი ერთი საეჭვო გეგმით მოქმედებენ. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ბ-ნი ჩერნოვიცკი საქართველოში ქველმოქმედებით არის დაკავებული, თუმცა ყოველივე ამას იგი, პოლიტიკური დივიდენტების გამო აკეთებს. ჩვენ არ ვაპირებთ ბ-ნი ჩერნოვიცკის ნაირ პოლიტიკურად ჩამოუყალიბებელ პიროვნებასთან ურტთიერთობას, თუმცა მას მაინც წარმატებას ვუსურვებთ.
დავით ლორია
ცნობილია, რომ საქართველოში მცხოვრები უკრაინის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვიცკი აფუძნებს პარტიას რათა მიღოს მონაწილეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. „თავისუფალმა თაობამ“ ეს ფაქტი მიიღო, როგორც ჩვეულებრივი პროცესი ქართულ პოლიტიკაში მანამ სანამ მასთან გაერთიანებაზე არ დაიწყებდა კონსულტაციებს საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, მურმან დუმბაძე. ამ ფაქტმა კითხვის ნიშნები გამოიწვია, „თავისუფალ თაობაში“ რადგან თავის დროზე როდესაც ჩვენ პოლიტიკურად დავუპირისპირდით მურმან დუმბაძეს მან იარაღი შეიძინა და მკვლელობით დაგვემუქრა.
ჩვენთვის გაუგებარია ბ-ნი ჩერნოვიცკის და ბ-ნ დუმბაძეს თუნდაც ვარაუდის დონეზე პოლ;ლიტიკური გაერთიანება, რამეთუ ბ-ნმა ლეონიდმა მაესტროს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე თუ ვისთან აპირებდა თანამშრომლობას, მან უპასუხა. რომ -არ ექნება ურთიერთობა მკვლელებთან, რომლებიც წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას, ანუ აქ საუბარი იყო „ნაც.მოძრაობაზე“ .
ჩვენ მივმართავთ თხოვნით ბ-ნ ჩერმოვიცკის რა განსხვავებაა მკვლელ ნაციონალებსა და პოტენციურ მკვლელ დუმბაძეს შორის, თუ თქვენ მოდიხართ საქართველოს პოლიტიკაში მოქალაქეების საკეთილდღეოდ – აპრიორი რატომ იგივდებით ისეთ ოდიოზურ ფიგურებთან როგორიცაა მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე? შეგახსენებთ, რომ სწორედ მურამნ დუმბაძეა ის პიროვნება, რომელიც განსხვავებული აზრის გამო დაუპირისპირდა ქ. ბათუმში „ თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებს.
ჩვენ „თავისუფალი თაობა“ შევპირდით ბ-ნ მურმან დუმბაძეს თუ იგი პოლიტიკურად გააქტიურდებოდა მას ჩვენ აქციებს მოვუწყობდით და არ მივცემდით ამოსუნთქვის საშუალებას, ჩვენ ეს პირობა გვიჩირავს. მურმან დუმბაძე არის გამოგდებული არაერთი პოლიტიკური გაერთიანებიდან, ეს პიროვნება გახლავთ ჩვეულებრივი მედროვე, რომელიც თავის სხეულსა და სიტყვას ყიდის ფულზე.
ჩვენ ასევე მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, მინდა გითხრათ რომ რამოდენიმე თვის წინ ბ-ნ მურმანმა შეიძინა 250000 ლარიანი მიწის ნაკვეთი, საიდან მას ამხელა თანხა?