“თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ბიძინა ივანიშვილს ეხმაურება

“თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ბიძინა ივანიშვილს ეხმაურება

“მინდა გამოვეხმაურო ბნ ბიძინას მიერ გამოთქმულ მოსაზრებას მარგველაშვილ-ელისაშვილთან დაკავშირებით.
აბსოლიტურად ვიზიარებ იმ აზრს რომ ელისაშვილი იმართება მარგველაშვილის ხელით, ვიზიარებ იმასაც რომ ბნ მარგველაშვილის უკან ნაციონალები დგანან, ვეთანხმები იმაშიდაც, რომ პრეზიდენტმა ირინა ენუქიძის დაჯილდოების სცენა დადგა და უკეთესაც გეტყვით არ ვიცი ბნ ბიძინა თქვენ ალბათ შეამჩნევდით რომ სწორედ ამ სპექტაკლებში, რომელიც თქვენ ახსენეთ მეტისმეტად დიდი როლი სწორედ, რომ რესპუბლიკურ პატიას კერძოდ კი ქბ თინა ხიდაშელს და მის მოადგილეს ანა დოლიძეს ეჭირა. თქვენ ჩემგან ნამდვილად არ გესწავლებათ ისიც რომ ბნ მარგველაშვილი თავის ქმედებებს ქბ იმერლიშვილთან ე.ი. რესპუბლიკელებთან ათანხმებს, მაშ მე მიჩნდება ერთადერთი კითხვა თქვენთან – თუ მარგველაშვილი მოკავშირეობს რესპუბლიკელებთან და თავის ქმედებებით თამაშობს ნაციონალების თამაშს ხომ სწორია ისიც ვთქვათ რომ რესპებიც ნაციონალების წისქვილს ასხვაენ წყალს, მაშ რატომ აჩერებთ კოალიციაში იმათ ვინც თქვენს, კოალიციის და ხალხის საწინააღმდეგოს აკეთებს? რატომ გყავთ გუნდში შენელებული ქმედების ნაღმი? რატომ ჩააბარა კოალიციამ პრაქტიკულად 5 სამინისტრო და 10 მანდატი იმათ ვინც რეალურად ნაცები არიან? რატომ პატიობთ რესპუბლიკელებს იმას რაც ალასანიას არ აპატიეთ?
ps მე ალასანიას ადვოკატად ვერ გამოვდგები თუმცა სწორედ მაგ სპექტაკლში ალასანიას და მისი გუნდის აქტივობა ნამდვილად ვერ ვნახე, რა თქმა უნდა სხვა უარყოფითი კუთხით ვხედავთ.”

Comments
Loading...