თბილისის მაცხოვრებლების ორი მესამედი “ფეისბუკის” მომხმარებელია
ყოველწლიურად, ფეისბუკის მომხმარებლების რაოდენობა 17%-ით იზრდება. ამჟამად, “ფეისბუკზე” დღის განმავლობაში 1.18 მილიარდი ადამიანი შედის და საშუალოდ 20 წუთს ატარებს იქ, რამაც ფეისბუკი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სარეკლამო პლატფორმად აქცია.
“ეისითი” დაინტერესდა, თუ რამდენი მომხმარებელი ჰყავს “ფეისბუკს” თბილისში და რამდენად იყენებენ მას სასურველი პროდუქტის მოსაძებნად.
კველევის შედეგად აღმოჩნდა, რომ “ფეისბუკს” თბილისელების 59% მოიხმარს. ის განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში – 18-დან 24 წლამდე ასაკის თბილისელების სრული უმრავლესობა (94%) ფეისბუკის მომხმარებელია.
ასევე გამოვლინდა, რომ ფეისბუკზე სასურველი პროდუქტის მოძიება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა – მომხმარებლების 48% იქცევა ასე. მომხმარებლების ერთ მეხუთედს (19%) კი ფეისბუკზე რეკლამის ნახვის შემდეგ ერთხელ მაინც შეუძენია სასურველი პროდუქცია.
*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.