თბილისის მერია დაზარალებულ მოვაჭრეებს, სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილებაში დაეხმარება

თბილისის ვიცე-მერის ლაშა აბაშიძის განცხადებით, დღეს მერიაში კონსოლიდირებული შეხვედრა გაიმართება, რომელსაც სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მისი თქმით, მერიიისთვის მთავარი პრიორიტეტი ალტერნატიული სამუშაო ადგილების მოძიება, ბანკებთან შუამდგომლობა და საცავში არსებული ნივთების უსაფრთხოდ დაბრუნებაა.

„დღეს, 12:00 საათზე მერიაში კონსოლიდირებული შეხვედრა გვაქვს, რომელსაც სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, საცავში არსებული ნივთების გამოტანა და მესაკუთრეებისთვის დაბრუნება. ასევე, ალტერნატიული სამუშაო ადგილების აღმოჩენა და საბანკო ვალდებულებებში შუამდგომლობა“, -განაცხადა აბაშიძემ.

თბილისის მერიაში სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ საკითხთან დაკავშირებით, საკოორდინაციო თათბირი გაიმართება. შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრებიან.

Comments
Loading...