თბილისის მწვანე სკოლაში ნუცა მახვილაძის სახელობის სამკითხველო გაიხსნება

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, მალე, თბილისის მწვანე სკოლაში ნუცა მახვილაძის სახელობის სამკითხველო გაიხსნება.

“მალე თბილისის მწვანე სკოლაში ნუცა მახვილაძის სახელობის სამკითხველოს გავხსნით. მშობლებიც ჩაერთვნენ და იმედია ცოტა საშველი მაინც იქნება მათთვის. იმედი იმიტომაც მაქვს, რომ სხვა მშობლებთან, რომლებსაც ასეთი ტრაგედია დაატყდათ თავს, მაქვს გამოცდილება. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოიტანოს. გუდიაშვილის 7” – წერს გიორგი კეკელიძე.

ipress.ge

Comments
Loading...