თბილისის რამდენიმე კაფეში ჩაისა და ყავის საფასურის გადახდა ლექსით იქნება შესაძლებელი
მსოფლიო პოეზიის დღესთან დაკავშირებით, 20-21 მარტს, დედაქალაქში მდებარე რამდენიმე კაფეში ყავისა და ჩაის საფასურისგადახდა ლექსით იქნება შესაძლებელი.
აღნიშნული აქცია კომპანია Julius meinl-ის ეკუთვნის.
„აქციის პირობა მდგომარეობს შემდეგში: სტუმრები უკვეთავენ Julius meinl-ის ყავას ან ჩაის, ბრენდირებულ ფურცელზე წერენ ექსპრომტად მოფიქრებულ ან ცნობილ ლექსს, აღნიშნული ლექსი კი თქვენი შეკვეთის საფასური იქნება“, – აღნიშნავენ კომპანიაში.
აქციაში მონაწილე კაფეებია: Tiffani Bar Tbilisi, Terasa, Cafe “Funicular”, „tiflis brunch“, „accent“, café-bar ,,bar 26″, „ბარბარესთან”,,,Guinness”და Julius Meinl coffee corner.