თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

გლდანის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქრების ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების და თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადარეიშვილის, გაზაფხულის და დელისის III ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Comments
Loading...