
თბილისში მამა და მისი მცირეწლოვანი შვილი მოკლული ნახეს
თბილისში მამა-შვილი მოკლული ნახეს. აღნიშნული ფაქტი „ინფო 9“-ს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათი ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.
შსს-ში მომხდარის დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.
„რუსთავი 2“-ის ცნობით, მკვლელობა გამთენიისას ფერაძის ქუჩაზე მოხდა.
27 წლის მამაკაცი და 5 წლის ბავშვი მათივე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს შესასვლელთან ნახეს.
წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი გაგუდულია, მამაკაცი კი თავში დარტყმის შედეგადაა მოკლული.
მეზობლების განცხადებით მათ ხმაური გაიგეს, გარეთ გამოსულებმა კი მოკლული მამა-შვილი ნახეს.
ბავშვის დედა და ოჯახის სხვა წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან. ცხედრებს კი ექსპერტიზა უტარდება.