თბილისში მოსახლეობისთვის დენის ტარიფი უცვლელი რჩება

თბილისელებისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი რჩება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე მიიღო.

როგორც სემეკ-ში აცხადებენ, “თელასისგან” ტარიფების გაძვირების მოთხოვნა არ ყოფილა და ეს იყო ტარიფების გეგმური გადახედვა.
თბილისში დენის საფასური კილოვატ საათების მხიედვით, 11-დან 18.200 თეთრამდე მერყეობს.
კერძოდ, 101 კვტსთ – 11თეთრი; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-მდე – 14.400 თეთრი, 301 კვტსთ და მეტი -18.200 თეთრი.

Comments
Loading...