“თეა წულუკიანის კარიერა დასრულებულია”

ადამიანის უფლებათა ევრპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან გასაუბრება 24 იანვარს გაიმართა.

საბოლოოდ ევა გოცირიძის, ალექსანდრე ბარამიძისა და გიორგი ბადაშილის კანდიდატურები ჩავარდა. რასაც სასამართლოში დიდი ამბავი მოჰყვა.
სიტუაციის დრამატიზებას ხელი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეუწყო, რომლის მტკიცებითაც, ჩვენებურთა კანდიდატურების ჩავარდნა “ნაციონალური მოძრაობის” ზაზა ხატიაშვილისა და უჩა ნანუაშვილის ბრალია.

ადვოკატმა ზაზა ხატიაშილმა “ახალი თაობის” დღევანდელ ნომერში წულუკიანის საქციელს სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასასრულს მიუახლოვდა.
“იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს სირცხვილი აჭამა. მისი პოლიტიკური კარიერა დასრულებულია”, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი “ახალ თაობასთან” საუბრისას.

წყარო: ახალი თაობა
Comments
Loading...