თედო ჯაფარიძე: ამ მძიმე წუთებში ჩვენ თურქეთის გვერდით ვართ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე თურქ ხალხს უსამძიმრებს.

„შოკირებული ვარ სტამბოლში, ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი საზარელი ტერაქტის გამო. სასტიკად ვგმობ ამგვარი ძალადობისა და ტერორიზმის გამოვლინებას. მწუხარებას გამოვთქვამ და თანავუგრძნობ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს. ეს საშინელი ტრაგედია უნდა იქცეს დასაწყისად გლობალური ბრძოლის გააქტიურებისათვის ნებისმიერი შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ, მათი რელიგიური კუთვნილებისა და ეროვნების მიუხედავად. ამ მძიმე წუთებში ჩვენ თურქეთის გვერდით ვართ“, – აცხადებს თედო ჯაფარიძე.

Comments
Loading...