თელასი – თბილისის რამდენიმე რაიონის ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონის მოსახლეობას ხვალ დაგეგმილი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, მიქელაძის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, რკინიგზის, მახალდიანის და რევაზ ურიდიას ქუჩები მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, ლილოს დასახლების, ქიზიყის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, აბესაძის,
საიათნოვას, კუფტინის, ლერმონტოვის, გრიგოლ ხანძთელის, ბერიძის, ანტონ კათალიკოსის, ბეთლემის, გომის, ჯვარედინის, თუმანიანის, თონეთის, იერუსალიმის, ასკანის და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, იასამნის, ქავთარაძის, თამარაშვილის და ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Comments
Loading...