თელავში 19 წლის მამაკაცმა ერთი პოლიციელი მოკლა, მეორე მძიმედ დაჭრა

თელავის საპატრულო პოლიციის ეზოში სროლის შედეგად ერთი პოლიციელი მოკლეს. დაჭრილია ერთი სამართალდამცველი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დამნაშავე უკვე დაკავებულია. როგორც “სივილ პრესს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19 109-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაულის მოტივი და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მომხდარის გამო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის სხდომა დროზე ადრე დატოვა და თელავში გაემგზავრა.

Comments
Loading...