თელავში ახალი მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს

თელავში, ბატონის სასახლის მიმდებარედ, ახალი მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტი თანამედროვე სტანდარტების სამუზეუმო და საგამოფენო სივრცის შექმნასა და გარე ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

 
“რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების დასრულებას, მუნიციპალური განვითარების ფონდი, 2017 წლის ზაფხულში გეგმავს.

 
ახალი მუზეუმი რეაბილიტირებული ბატონის სასახლის მიმდებარედ შენდება. სასახლის სარეაბლიტაციო სამუშაოები, ფონდმა, მიმდინარე წლის ოქტომბერში დაასრულა.

 
პროექტის ფარგლებში 65 ადამიანია დასაქმებული”, – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

 
მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ და კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა დაათვალიერეს.

წყარო  :   guardian.ge

Comments
Loading...