თელავში დაჭრილი პოლიციელი ქალბატონი გარდაიცვალა
პატრულ-ინსპექტორი, მაია ჯავახიშვილი, ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველს ცეცხლი პოლიციის ეზოში გაუხსნეს.
თავდამსხმელის პირველი მსხვერპლი ასევე პოლიციელი, გელა ლამაზოშვილი, იყო, რომელიც თანამშრომლის დახმარებას ცდილობდა. 49 წლის კაპიტანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
თავდამსხმელი 19 წლის ადგილობრივი ახალგაზრდაა. ჯერ უცნობია მოტივი, თუ რატომ გადაწყვიტა, სანადირო თოფით გასწორებოდა სამართალდამცველებს. ერთდერთი, რაც გამოძიებამ ამ ეტაპზე გამორიცხა, შურისძიებაა. ბრალდებული ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, როდესაც ის პოლიციამ დააკავა.
სისხის სამართლიოს საქმე “სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე და 109-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მომხდარიდან რამდენიმე წუთში თელავში ჩავიდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. მინისტრი ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.