თელავში ყაჩაღობა მოხდა – სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

თელავის რაიონში, სოფელ ყარაჯალაში ყაჩაღობა მოხდა.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ერთ-ერთ ოჯახში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა და დანის მუქარით, 400 ლარამდე თანხა და სანადირო თოფი წაიღეს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცების სახით, ოჯახიდან გატაცებული თანხა და სანადირო თოფი ამოღებული.

სამივე დაკავებული ბრალს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

Comments
Loading...