თეთრი სახლი: პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი ურთიერთობის გაუმჯობესების სათავეა
დონალდ ტრაპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარმა, ორ ქვეყანას შრის ურთიერთობის გაუმჯობესებას დაუდო სათავე. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. კრემლში კი აღნიშნავენ, რომ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარმა პოზიტიურად ჩაიარა.
ამერიკის ხელისუფლება აგრეთვე აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ აღნიშნული ზარის შემდეგ, ორმხრივი ურთიერთობა სხვადასხვა სფეროში უფრო სწრაფი ტემპით წავა წინ.
“პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინიც იმედს გამოთქვამენ, რომ დღევანდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და კიდევ სხვა საკითხებში ორმხრივი ურთიერთობა უფრო სწრაფად განვითარდება”, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.