თინა ხიდაშელმა, შესაძლოა, 2 კვირის შემდეგ თანამდებობა დატოვოს- ირაკლი სესიაშვილი

„თინა ხიდაშელის წვევამდელებზე განცხადება პოლიტიკური პიარის ნაწილი იყო, მითუმეტეს, როცა მან შესაძლოა 2 კვირის შემდგომ თანამდებობა დატოვოს“, -ასე ეხმაურება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებას, რომლის თანახმადაც დღეიდან უწყება წვევამდელების სამხედრო გაწვევას აღარ განახორციელებს.

„მას შესაძლოა ჰქონდეს იმის უფლება, რომ არ გაიწვიოს, მაგრამ არ უნდა შეიჭრას თავდაცვის პოლიტიკის სფეროში, იმდენად რამდენადაც ეს პარლამენტის გადასაწყვტია, მინიმუმ კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა მოქალაქე სამხედრო ვალდებულია, ეს ერთი და მეორე, შესაბამის კანონებში წერია, მათ შორის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის“ შესახებ, რომ წვევამდელები გაიწვევიან შეიარაღებულ ძალებში.

ეს არის პოლიტიკის ნაწილი და ამ შემთხევაში მას არ შეუძლია პოლიტიკა შეცვალოს, თუმცა შეუძლია, რაღაც ეტაპზე უარი თქვას წვევამდელთა გაწვევაზე, იმის და მიხედვით, მას სჭირდება დაკომპლექტება თუ არა. ამიტომ, ამ საერთო ანალიზიდან მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი ეს განცხადება უფრო მეტად ემსახურება ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს და პოლიტიკური პიარის ნაწილი იყო, მითუმეტეს, როცა მან შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს 2 კვირის შემდგომ, და მიდგომა, თუ მომავალში მინისტრს ეს არ მოეწონება, შეცვალოს – არასერიოზულია, მითუმეტეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის თავდაცვაზე, რომელიც ქვეყნის საერთო ეროვნული ინტერესების მატარებელია“, – აღნიშნა სესიაშვილმა.
წყარო:imtavroba.ge

Comments
Loading...