თინათინ ბოკუჩავა -ვიწრო ჯგუფი პარტიაში ცდილობს შიდაპარტიული ძალაუფლების ნებისმიერი გზით შენარჩუნებას
ფრაქციისა და ,,ქართუ ბანკის” სასამართლო სხდომის გადადება ნიკანოს მელიას მსგავსად საეჭვოდ მიაჩნია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს თინათინ ბოკუჩავასაც.
მისი თქმით, რთულია დაიჯერო ამდენი შემთხვევითობის, როდესაც ნიკანორ მელიას სასამართლო პროცესი და მისი თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხის განხილვა ერთ დღეს ინიშნება და ერთ დღეს უქმდება.
,, ცხადია, ძალიან რთულია დაიჯერო ამდენი შემთხვევითობის, როდესაც, ერთი მხრივ, ნიკა მელიას ფრაქციიდან გაგდება და მისი სასამართლო პროცესი ერთ დღეს ინიშნება, ხოლო მერე ერთად მიიღება გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაიშალოს და აღარ ჩატარდეს ეს სხდომა, ასევე გადაიდოს სასამართლო. ჩემთვის დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ გარკვეული ვიწრო ჯგუფი პარტიაში ცდილობს შიდაპარტიული ძალაუფლების შენარჩუნებას ნებისმიერი გზით”, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
წყარო: პრაიმტაიმი