თინათინ ხიდაშელი: გიგლამ გადაწყვიტა, რომ დარჩეს მთავრობაში

თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მრავალპარტიულ მთავრობასთან დაკავშირებით „რესპუბლიკური პარტიის“ შეთავაზებაზე, პრემიერ-მინისტრისგან საბოლოო უარი გუშინ მიიღეს.

ხიდაშელი ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „გიგლამ ასე გადაწყვიტა“.

„მე არ ვიცი, ვინ როდის მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ გუშინ ამაზე უარი საბოლოოდ მივიღეთ.

გიგლამ გადაწყვიტა, რომ დარჩეს მთავრობაში, ასე გადაწყვიტა“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თავად, მას თუ ჰქონდა შეთავაზება, რომ პარტიული საქმიანობის დათმობის სანაცვლოდ მთავრობაში დარჩენილიყო, ხიდაშელი აცხადებს, რომ გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილება აღნიშნულ კითხვაზე პასუხია.

„ვფიქრობ, რომ გიგლას გადაწყვეტილება მინისტრად დარჩენის და პარტიიდან წასვლის შესახებ, თქვენს კითხვაზე პასუხს სცემს“, – განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად.

დღეს „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე დაანონსდა, რომ პარტიის წევრი მინისტრები, კერძოდ, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს დატოვებენ.

Comments
Loading...