თითოეული მათგანი უხელფასოდაც ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად – თაქთაქიშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრი ციორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:

კობა ხაბაზი – თავისუფალი ზონის დამფუძნებელი და ენმ-ს რეგიონული დეპარტამენტის გურიის კოორდინატორი,
გოგა ონიანი – ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, პარტიის აქტივისტების ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხებზე,
ზურაბ ცერცვაძე – საჩხერეში (!!!!!) ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი და რეგიონული დეპარტამენტის იმერეთის კოორდინატორი,
გიორგი (ჯეო) ხურცილავა – 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, რეგიონული დეპარტამენტის ქვემო-ქართლის კოორდინატორი,
ვაჟა წოწკოლაური – 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, ფრაქციის აპარატის უფროსი და მცხეთა-მთიანეთში წარმომადგენელი,
გიორგი ბაბაკიშვილი – ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, მოიგო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების არაერთი სკანდალური საქმე,
ეს ადამიანები ღიად გამოთქვამდნენ პოზიციას და მხარს უჭერდნენ დიდი, 7000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას.
დღეს ისინი შემცირებაში მოაყოლა “შიდადემოკრატიის” სახელით მოქმედმა ენმ-ს მმართველმა გუნდმა.
დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი უხელფასოდაც ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. მაგრამ სირცხვილია!!!!!!!!!!!!! ძალიან დიდი სირცხვილი!!! – წერს თაქთაქიშვილი

Comments
Loading...