თოფაძის კომპანია ჯარს ლიმონათით 2 წლის განმავლობაში ამარაგებდა და ტენდერი მხოლოდ 2015 წლის ბოლოს წააგო

მრეწველების ლიდერი, გოგი თოფაძე, ქართულ ჯარს ლიმონათი ყაზბეგით ორი წლის განმავლობაში ამარაგებდა. მისმა კომპანიამ ტენდერში გამარჯვება 2016 წელს ვეღარ მოიპოვა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური დოკუმენტშია აღნიშნული, გოგი თოფაძის კომპანიამ 2014 წელს ტენდერიდან თითქმის 880 ათასი ლარი მიიღო.

კომპანია ყაზბეგმა ტენდერი 2015 წელსაც მოიგო და ამ მომსახურებისათვის მან თითქმის, 420 ათასი ლარი მიიღო.

ამასთან, საინტერესოა, რომ სატენდერო განაცხადში ყაზბეგის კონკურენტ კომპანიას 420 ათასი ლარი აქვს მითითებული, ყაზბეგს კი მხოლოდ 10 ლარით ნაკლები, რაც, ცხადია, დამატებით კითხვებს აჩენს.

2016 წელს კომპანია ყაზბეგმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერში წააგო და არაალკოჰოლური სასმელით ქართულ ჯარს მიმდინარე წელს უკვე სხვა კომპანია ამარაგებს.

Comments
Loading...