თორნიკე ოქრიაშვილს ბელგიაში მართვის მოწმობა ჩამოართვეს
საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “გენკის” ფეხბურთელ თორნიკე ოქრიაშვილს მართვის მოწმობა ჩამოართვეს.
voetbalkrant.com-ის ინფორმაციით, ოქრიაშვილი ავტომობილით სიჩქარის გადაჭარბების გამო დააჯარიმეს და მართვის მოწმობა ერთი თვით ჩამოართვეს. აღნიშნული შემთხვევა 2014 წლის 30 ნოემბერს მოხდა.
ქართველმა ფეხბურთელმა დაშვებულ ნორმას, 90 კმ/სთ-ს გადააჭარბა და სიჩქარე 188 კ/სთ განავითარა.
წყაროს ცნობით, ოქრიაშვილი, გარდა იმისა, რომ მართვის მოწმობა ჩამოართვეს, ჯარიმის სახით 300 ევროს გადაიხდის.