თოვლი, ქარბუქი, შტორმი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით 14 თებერვლის საღამოდან 17 თებერვლამდე საქართველოში, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში და უღელტეხილებზე ქარბუქი და ზვავსაშიშროება, გზებზე ლიპყინული, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4–5 ბალიანი შტორმი.

 

 

newposts.ge

Comments
Loading...