თსუ-სთან “ინტერპრესნიუსის” გაყალბებული მოწმობით პირი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა

სუ-სთან მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტის სახელით კონკრეტული პირი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა. “ინტერპრესნიუსს” თავად სტუდენტებმა, კერძოდ კი “აუდიტორია 115”-ის წევრმა მიაწოდეს სააგენტოს გაყალბებული პრესის მოწმობა, რომელზეც ვინმე ვიქტორ ჯელაძე “ინტერპრესნიუსის” ფოტოჟურნალისტად ფიქსირდება.

როგორც “აუდიტორია 115”-ის წევრები აცხადებენ, აღნიშნული პირი მათ გაეცნო, როგორც “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტი და მათგან კონკრეტული ინფორმაციის მიღება სცადა.

სტუდენტების თქმით, აღნიშნული პირის საუბარში ეჭვი შეიტანეს, რის შემდეგაც მას ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობა სთხოვეს.
მოწმობაზე, რომელიც სტუდენტებმა სააგენტოს მიაწოდეს, დატანილია “ინტერპრესნიუსის” როგორც სახელწოდება, ისე ლოგო, ასევე საბუთის
“გაცემის დრო” და თავად “კორესპონდენტის” სახელი და გვარი.

“ინტერპრესნიუსი” აცხადებს, რომ აღნიშნული პირი სააგენტოს თანამშრომელი არ არის.

Comments
Loading...