თუ გიგა ბოკერია გაილახება ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს, თუ თარხან გასვიანი, მერე რა მოხდა…

“პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი სამეგრელოსა და გურიაში შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების დამარცხების მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, ამ დამარცხების მიზეზები არის ის, რომ არ შესრულდა მთავარი დანაპირები- სამართლიონობის აღდგენა და ქართული ოცნება შეერწყა “ნაციონალურ მოძრაობას”.

” კანდიდატი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” სამეგრელოში წარადგინა, ნაცმოძრაობის მგზნებარე მხარდამჭერი იყო. ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. “-განაცხადა ირმა ინაშვილმა გადაცემაში 2030. მან საგარეჯოს არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როცა თარხან გასვიანზე მოხდა თავდასხმა . ინაშვილის თქმით, დღემდე არ არის დასჯილი ამის ჩამდენი.

“თუ გიგა ბოკერია გაილახება, ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს და ყველა უნდა დაიჭირონ გარშემო და თარხან გასვიანს თუ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მერე რამოხდა… ასე არ შეიძლება. თუ ქართულ ოცნებას არ შეუძლია საარჩევნო პროცესის მართვა, გვითხრას და ყველა მივალთ საჩხუბრად იმ საარჩევნო უბნებზე და ვინ ვის გალახავს მერე ვაჩვენებთ მაგათ. მაგრამ ეს გალახვა და ეს ჩხუბი ჩვენს ქვეყანას დაუჯდება ძვირად. ამიტომ ხელისუფლებაა ვალდებული, რომ დემოკრატიულ ვითარებაში ჩაატაროს არჩევნები”-განაცხადა მან.

წყარო:postalioni.com

Comments
Loading...