“თუ ვინმეს მოკვლას გაბედავდნენ, მოკლავდნენ სხვას და არა პატრიარქს”- დედა სიდონია

დედა სიდონიას განცხადებით, მისთვის დაუჯერებელია, რომ მამა გიორგი მამალაძე იმ დანაშაულის ჩადენას ცდილობდა, რომელშიც მას პროკურატურა ადანაშაულებს.
დედა სიდონიას თქმით, მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის ნდობით აღჭურვილი პირია და მისი დანაშაულის არც პატრიარქს არ სჯერა.

„თუ ვამბობთ, რომ პროკურატურას გამოძიება არ დაუსრულებია ვერ ვიტყვით, რომ მან დანაშაულის პრევენცია მოახდინა.

მამა გიორგი არის საკმაოდ საღად მოაზროვნე და გაწონასწორებული, საკმაოდ კეთილგანწყობილი და მე პირადად ვერ ვიჯერებ, რომ მამა გიორგის შეეძლო ეს გაეკეთებინა. თუ ვინმეს მოკვლას გაბედავდნენ მოკლავდნენ სხვას და არა პატრიარქს. არანაირი საჭიორება და მიზანი არ შეიძლება ყოფილიყო ეს მათთვის.

ჩემთვის პირადად საინტერესო ის არის, რომ საპატრიარქოს და სასულიერო პირების მიმართ ასეთი უტრირებული აქცენტები კეთდება. მაგალითად მეუფე სერაფიმეზე, მამა ალექსანდრე გალდავაზე, მამა თეოდორე გიგნაძეზე. საპატრიარქოს დისკრედიტაცია თუ ხდება ეს შიგნნიდან ხდება, თუმცა ბოლო დროს აქცენტების გადატანა სახელმწიფოს ნაცვლად სასულიერო პირებზე ხდება.

მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის ნდობით აღჭურვილი პირია და პატრიარქმა ეს არ დაიჯერა.“- განაცხადა დედა სიდონიამ.

ipn.ge

Comments
Loading...