ფოფხაძე: თუკი პრეზიდენტი ე.წ. ფარული მოსმენების კანონს ვეტოს დაადებს, მას უმრავლესობა დაძლევს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გედევან ფოფხაძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. ფარული მოსმენების კანონს ვეტოს დადებს, მას უმრავლესობა დაძლევს.

როგორც ფოფხაძე აღნიშნავს, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია შეთანხმებული იყო პროცესში ჩართულ ინსტიტუტებთან, მათ შორის, კონსულტაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან გაიმართა.

„თუ ვეცდებით, რომ განსხვავებული აზრის გაქრობის ხარჯზე მივიღოთ გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებებს საერთოდ ვერასდროს მივიღებთ იმიტომ, რომ ყოველთვის იქნება განსხვავებული მოსაზრება. ესაა ადამიანის ბუნება“, – აღნიშნა ფოფხაძემ.

ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მიიღო და ხელმოსაწერად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაუზავნა.

პრეზიდენტს ათდღიანი ვადა აქვს და ამ ვადაში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – აღნიშნულ კანონს ხელი მოაწეროს თუ ვეტო დაადოს.

Comments
Loading...