„თურქები ბათუმის აეროპორტს საკუთარ შიდა აეროპორტად მიიჩნევენ“

„თურქები ბათუმის აეროპორტს საკუთარ შიდა აეროპორტად მიიჩნევენ“ – ამის შესახებ განცხადება ნანა დევდარიანმა „მარშალპრესთან“ საუბარში გააკეთა. დევდარიანი აცხადებს, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოში არა მარტო თურქებს აქვთ არამედ, 150-ზე მეტ ქვეყანა სარგებლობს ამ პრივილეგიით, რაც დამატებით საფრთხის შემცველია.

„ამ ვითარებაში როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ, შესაძლოა არ დავაწესოთ სავიზო რეჟიმი, მაგრამ კონტროლის განკაცრება ჩვენი უპირველესი ამოცანაა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთხი პირი დააკავა სუს-მა ისლამურ სახელმწიფოსთან ურთიერთობის ბრალდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კუთხით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“.

marshalpress.ge

Comments
Loading...