თურქებმა რომლებმაც გუშინ ქუჩაში ჩაქოლეს ქალი, ხვალ ადგებიან და ევროპაში წავლენ უვიზოდ იმის გამო , რომ რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდეს
2016 წლის ოქტომბრის თვიდან, თურქეთის ყველა მოქალაქეს შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილება შეეძლება… ასეთია 29 ნოემბერს ევროკავშირი-თურქეთის ბრიუსელის სამიტის შედეგი.
აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბესო დანელია ეხმაურება
“თურქებმა რომლებმაც გუშინ ქუჩაში ჩაქოლეს ქალი, ხვალ ადგებიან და ევროპაში წავლენ უვიზოდ იმის გამო , რომ რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო მათმა ხელისუფლებამ ! რამდენი რუსული მოიერიშე ჩამოაგდო 2008 წელს საქართველომ და რამდენი ქართველი იხოცება ავღანეთში ყოველ წელს !? ესეთი გულის ამრევი ევროპა და ევროპული ორმაგი სტანდარტები ყელში ამოვიდა უკვე . ძაღლადაც არავინ გვაგდებს და ჩვენი ხელისუფება მაინც ჯიუტად ცდილობს იმ კარის მტვრევას რომელიც არა დემოკრატიულობისა და ღირებულებების არამედ მხოლოდ აშშ-ს ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ იღება !”