“თურქეთი „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობის ძირითადი მყიდველია”
თურქეთი „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობის ძირითადი მყიდველია. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
რუსი სამხედრობის ინფორმაციით, ამ ბიზნესში პრეზიდენტი ერდოღანი და მისი ოჯახის წევრები მონაწილეობენ. გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა დაზვერვის ფოტოები გამოაქვეყნეს, რომელზეც ჩანს, რომ სირია – თურქეთის საზღვართან დიდი რაოდენობით ბენზინმზიდებია დაფიქსირებული.
როგორც რუსეთის გენერალრუი შტაბის წარმომადგენელმა ალექსანდრე რუდსკოიმ განაცხადა, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ 8 500 ბენზინმზიდი აქვთ და მათი მეშვეობით სამი მარშრუტით დღეში 200 ათასი ბარელი ნავთობი გადააქვთ. რუდსკოის თქმით, ეს ცისტერნები სირია-თურქეთის საზღვარს უპრობლემოდ კვეთენ რამდენიმე ადგილას. ჯიჰადისტების შემოსავალი ამ ბიზნესიდან, რუსი სამხედროების ინფორმაციით, წელიწადში 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რამდნეიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ „ისლამური სახლერმწიფოსგან“ თურქეთის მიერ ნავთობის შეძენა დადასტურდა, ის მზად არის. თანამდებობა დატოვოს. რუსეთი ადრეც ადანაშაულებდა ერდოღანს ტერორისტებისგან ნავთობის შეძენაში და აცხადებდა, რომ „სუ-24“ სირია-თურქეთის საზღვართან სწორედ იმიტომ ჩამოაგდეს, რომ ის ამ კონტრაბანდის გზებს საფრთხეს უქმნიდა.
წყარო
kvira.ge