თურქეთის მოღალატური სამხედრო დანაშაული
სერიიდან: ”ფიცი მწამს,ბოლო მაკვირვებს!” პირველად ბოლო ათწლეულების მანძილზე,ნატოს წევრმა ქვეყანამ,ყველაზე კრიტიკულ მომენტში,იერიში მიიტანა და გაანადგურა იმ ქვეყნის თვითმფრინავი,რომელიც იბრძვის საყოველთაოდ აღიარებული ტერორისტული ძალების წინააღმდეგ. ინციდენტიდან მეორე დღეს,ნატოს წევრი მეორე ქვეყნის,საფრანგეთის პრეზიდენტი თავად ეახლა კრემლს და უფრო მეტიც,დაგმო ნატოს,ანუ საკუთარი კოალიციის წევრი მეორე ქვეყნის – თურქეთის მოღალატური სამხედრო დანაშაული! ჩვენს თვალწინ მოხდა უპრეცედენტო დიპლომატიური გარღვევა,რის შედეგადაც სამხედრო მოწინააღმდეგეები – რუსეთი და საფრანგეთი მსოფლიოს წინაშე წარსდგნენ, როგორც სამხედრო მოკავშირეები! კვლავ დადასტურდა თქვენი მონა-მორჩილის მიერ ორიოდე კვირის წინ გაჟღერებული მოსაზრება,რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო! იმის გამო,რომ კაკულია არა ვარ და მალანია ვარ,ჩემგან ინტერვიუ არცერთ ე.წ.ჟურნალისტს არ აუღია (ღიმილისსმაილი). და კიდევ: არავის ადვოკატი არ გახლავართ,მაგრამ არაობიექტურობა საშინლად მაღიზიანებს.ყურადღებით თუ დააკვირდებით,არც ოლანდი,არც სარკოზი და არც პან გი მუნი,რუსეთის პრეზიდენტზე მაღლები არ არიან,მაგრამ მათთვის არავის დაუძახია არც ლილიპუტსარკოზი,ლილიპუტოლანდი,ან ლილიპუტპანგიმუნი. არადა, ”ფიცი მწამს,ბოლო მაკვირვებს!” წერს საკუთარ სოციალურ გვერდზე თენგიზ მალანია.